ავტოსკოლა

ბილეთი №356 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია

სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:

  1. ამოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო✓ სწორი პასუხი
  2. ბმოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
  3. გმოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე

რატომ?

ტექნიკური გაუმართაობის გამო მოძრაობის შეწყვეტა იძულებით გაჩერებაა. ასეთივეა შეწყვეტა ტვირთის, მძღოლის ან მგზავრის მდგომარეობის გამო, ან გზაზე მოულოდნელი დაბრკოლების საფრთხის გამო. განზრახ გაჩერება იძულებითი არ არის, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-26 პუნქტის თანახმად იძულებით გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საავარიო შუქური სიგნალიზაცია