ავტოსკოლა

ბილეთი №569 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია

საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:

  1. ასაავარიო გაჩერების ნიშანი✓ სწორი პასუხი
  2. ბმაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი
  3. გსხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი

რატომ?

საბუქსირო მანქანის უკან მომავალმა მძღოლმა უნდა შეამჩნიოს, რომ წინ ბუქსირი მიდის. თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არის ან გაფუჭებულია, ამ როლს საავარიო გაჩერების ნიშანი ასრულებს და მას მანქანის უკანა ნაწილზე უნდა დაამაგრო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საავარიო შუქური სიგნალიზაცია