ავტოსკოლა

ბილეთი №897 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია

„იძულებითი გაჩერება“ ნიშნავს:

  1. ასატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო
  2. ბსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო✓ სწორი პასუხი

რატომ?

იძულებითი გაჩერება არის მოძრაობის შეწყვეტა იმიტომ, რომ მანქანა გაფუჭდა, ან ტვირთი, მძღოლის ან მგზავრის მდგომარეობა, ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლება საფრთხეს ქმნის. ეს შენი არჩევანით გაჩერება არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 26-ე პუნქტის თანახმად, იძულებით გაჩერება - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საავარიო შუქური სიგნალიზაცია