ავტოსკოლა

ბილეთი №387 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

აქვს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება, თუ მოცემული ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

აქვს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება, თუ მოცემული ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა…
  1. ააქვს უფლება
  2. ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

სამზოლიან ორმხრივ გზაზე შუა ზოლზე გასვლა, თუ ის ორივე მიმართულებას ემსახურება, შეიძლება მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამ სიტუაციაში სატვირთოს ამ მიმართულებით მოძრაობის უფლება არ აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი