ავტოსკოლა

ბილეთი №388 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  1. ამხოლოდ A მიმართულებით
  2. ბმხოლოდ B მიმართულებით
  3. გროგორც A, ასევე B მიმართულებით✓ სწორი პასუხი

რატომ?

მარცხნივ მოსახვევად რაც შეიძლება ახლოს მიდი ღერძთან (ცალმხრივზე — მარცხენა კიდესთან), სხვა ორმხრივ გზაზე გასვლისას კი მოხვევა ისე შეასრულე, რომ საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდე. ორივე მიმართულება ამ წესს იცავს, ამიტომ ორივე დასაშვებია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი