ბილეთი №395 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება:
- ამარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბმარცხნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
რატომ?
როცა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა ერთდროულად იცვლის ზოლს და მათი გზები იკვეთება, უპირატესობა მარჯვნივ მყოფ მძღოლს აქვს. მარცხნივ მყოფმა გზა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.