ავტოსკოლა

ბილეთი №394 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

  1. ამხოლოდ გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია
  2. ბმხოლოდ იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია
  3. გმხოლოდ ავტომაგისტრალზე
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას✓ სწორი პასუხი

რატომ?

მობრუნება აკრძალულია გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთ მიმართულებით 100 მ-ზე ნაკლებია, სამარშრუტო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილას და ავტომაგისტრალზე, მის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე. სამივე ადგილას ეს მანევრი საფრთხეს ქმნის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი