ავტოსკოლა

ბილეთი №393 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაშია ნებადართული გზის მარცხენა მხარეს, სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული თანხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე ურელსო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?

  1. ამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია
  2. ბმხოლოდ დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების შემთხვევაში
  3. გმხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევაში
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამით ტრამვაის მოძრაობას არ შეექმნება დაბრკოლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც გზის მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზეა, ურელსო ტრანსპორტი შეიძლება მოძრაობდეს, როცა ყველა ზოლი დაკავებულია, დაბრკოლების შემოვლისას ან გასწრებისას, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას. ყველა ამ შემთხვევაში ტრამვაისთვის ხელი არ უნდა შეუშალო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი