ბილეთი №402 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მის უკან სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობს?

- ავალდებულია✓ სწორი პასუხი
- ბარ არის ვალდებული
რატომ?
მანევრის დაწყებამდე მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ყოველთვის უნდა ჩართო, მაშინაც, როცა უკან არავინ ჩანს. სიგნალი შემხვედრსაც ეხება და ქვეითსაც, უკან მომავალი კი შეიძლება სარკეში არ ჩანდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.