ბილეთი №507 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

- ამხოლოდ ველოსიპედის მძღოლს
- ბმხოლოდ მოპედის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- გორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
რატომ?
ველოსიპედისტსა და მოპედის მძღოლს ყველგან ერთნაირი უფლება არ აქვთ. მაგალითად, ტროტუარზე მოპედით მოძრაობა აკრძალულია, ველოსიპედით კი შეიძლება, თუ სავალ ნაწილზე მოძრაობა გართულებულია, ველოსიპედის ზოლი, ველობილიკი და გვერდულა არ არის და ქვეითებს არ შეაფერხებ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული, აუცილებელი შემთხვევების გარდა, მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომლიც მისი კატეგორიის (ან ქვეკატეგორიის) საგზაო მოძრაობის მონაწილესათვის არის განკუთვნილი. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად: 2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და მოპედის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. 3. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.