ავტოსკოლა

ბილეთი №437 · მარეგულირებლის სიგნალები

მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე ჩართულია ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე…
  1. აარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბაქვს უფლება

რატომ?

მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალი გადასასვლელზე გაჩერებას ავალდებულებს. ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალი ოპერატიულ ავტომობილს ბევრ წესზე გადახვევის უფლებას აძლევს, მაგრამ მარეგულირებლის სიგნალს ვერ გააუქმებს. ამიტომ ოპერატიული ავტომობილის მძღოლიც გადასასვლელის წინ უნდა გაჩერდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები