ბილეთი №47 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ ტრამვაისა და ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
- ბმხოლოდ ტრამვაისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ სატვირთოსა და ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
რატომ?
თანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მარჯვნიდან მომავალს უთმობ, ტრამვაის კი — მიმართულების მიუხედავად: ის რელსებზე დადის და დამუხრუჭებას დიდი მანძილი სჭირდება. ამიტომ ყვითელმა მსუბუქმა ტრამვაი და სატვირთო უნდა გაატაროს, ლურჯი კი — არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი