ავტოსკოლა

ბილეთი №50 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - A ტრამვაიმ და ბოლოს - B ტრამვაიმ
  2. ბჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - B ტრამვაიმ და ბოლოს - A ტრამვაიმ
  3. გჯერ უნდა გაიაროს B ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - A ტრამვაიმ და ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
  4. დჯერ უნდა გაიაროს A ტრამვაიმ, შემდეგ - B ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა და ბოლოს - წითელმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი

რატომ?

რელსიან ტრანსპორტს გზაჯვარედინზე ურელსოზე უპირატესობა აქვს, ამიტომ ორივე ტრამვაი მანქანებზე ადრე გადის. ტრამვაებს შორის და მანქანებს შორის რიგს მარჯვენა ხელის და მარცხნივ მოხვევის წესები განსაზღვრავს: ჯერ A ტრამვაი, მერე B, ყვითელი და ბოლოს წითელი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა