ავტოსკოლა

ბილეთი №49 · გზაჯვარედინის გავლა

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის…
  1. აყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. გმხოლოდ ავტობუსისა და მოტოციკლის მძღოლების მიმართ

რატომ?

მეორეხარისხოვანი გზიდან მთავარზე რომ გადიხარ, მთავარ გზაზე მოძრავებს უთმობ; მარცხნივ რომ უხვევ, საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს უთმობ. თეთრი ავტომობილის მძღოლს ორივე წესი ავალდებულებს დათმობას, ამიტომ ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა გაატაროს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა