ბილეთი №46 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ატრამვაის მძღოლმა
- ბსატვირთო ავტომობილის მძღოლმა
- გარც ერთი სატრანსორტო საშუალების მძღოლმა✓ სწორი პასუხი
- დმსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
რატომ?
ზემოთ აწეული ერთი ხელი ყველასთვის „ყურადღება, სდექ“ სიგნალია, გარდა მათი, ვინც მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ვეღარ გაჩერდება. ამ სიტუაციაში არცერთ მძღოლს გაგრძელების უფლება არ აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.