ბილეთი №370 · მიმთითებელი ნიშნები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

- ამხოლოდ A მიმართულებით
- ბმხოლოდ B მიმართულებით
- გროგორც A, ასევე B მიმართულებით✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“ არჩევანს გაძლევს: დაბრკოლებას ორივე მხრიდან შეგიძლია შემოუარო. ამიტომ A მიმართულებითაც შეგიძლია იმოძრაო და B მიმართულებითაც.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საგზაო ნიშანი მიუთითებს, რომელი მხრიდან უნდა შემოუაროს მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას. ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.2.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.2.3 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან” - მიუთითებს დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მარჯვნიდან ან მარცხნიდან.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით