ავტოსკოლა

ბილეთი №384 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  1. ამხოლოდ მარჯვნივ
  2. ბმხოლოდ მარცხნივ და მარჯვნივ
  3. გმხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ✓ სწორი პასუხი
  4. დმხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

რატომ?

უწყვეტი ხაზი 1.1 საპირისპირო ნაკადებს ყოფს, რომ შემხვედრ ზოლში არავინ გადავიდეს, და მისი გადაკვეთა აკრძალულია. მარცხნივ მოხვევა და მობრუნება ამ ხაზს გადაკვეთდა, ამიტომ დასაშვებია მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი