ავტოსკოლა

ბილეთი №65 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - თეთრმა ავტომობილმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
  2. ბჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - თეთრმა ავტომობილმა
  3. გჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - თეთრმა ავტომობილმა

რატომ?

როცა მანქანები ერთმანეთის გზას კვეთენ და რიგს არაფერი განსაზღვრავს, გზას უთმობ მარჯვნიდან მომავალს. ყვითელს მარჯვნიდან არავინ უახლოვდება, ამიტომ ის პირველია; თეთრი ყვითელს ელოდება, მწვანე კი ორივეს. დაიმახსოვრე: ვინც მარჯვნიდან მოდის, ის შენზე წინ გადის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა