ბილეთი №66 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
- ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
- გჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
რატომ?
მთავარი გზა მეორეხარისხოვანზე ადრე გადის, თანაბარმნიშვნელოვან გზებზე კი მარჯვენა ხელის წესი მოქმედებს: გზას უთმობ მარჯვნიდან მომავალს. ამ წესებით ჯერ ყვითელი გადის, მერე სატვირთო, ბოლოს წითელი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი