ბილეთი №510 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობისის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- ბმხოლოდ მოტოციკლების მძღოლები
- გარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
მოპედების ან უეტლო მოტოციკლების მძღოლებს ერთ ზოლზე თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა შეუძლიათ. გამყოფი ხაზის გადაკვეთა აქ ნებისმიერი მხრიდან შეიძლება. ამიტომ არცერთი მძღოლი არ არღვევს წესებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.