ბილეთი №511 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - თეთრმა ავტომობილმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა
- ბჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - თეთრმა ავტომობილმა
- გჯერ მოძრაობა უნდა დაიწყოს თეთრმა ავტომობილმა,შემდეგ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - თეთრმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
თანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე გზას უთმობ მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას კი — საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავს. ამ ორი წესით გამოდის ჯაჭვი: პირველი ის გადის, ვინც არავის უთმობს, დანარჩენები მას მიჰყვებიან.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი