ბილეთი №503 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ ქვეითების მიმართ
- ბმხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
- გმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- დროგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გადიხარ, გზა უნდა დაუთმო გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს. ველოსიპედიც სატრანსპორტო საშუალებაა, ამიტომ ქვეითსაც, ველოსიპედისტსაც და სატვირთო ავტომობილის მძღოლსაც გზას უთმობ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.