ბილეთი №564 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, მისი ბუქსირება:
- ააკრძალულია✓ სწორი პასუხი
- ბდასაშვებია
რატომ?
თუ გასაბუქსირებელი მანქანის სამუხრუჭე სისტემა არ მუშაობს და მისი ფაქტობრივი მასა გამწევი მანქანის მასის ნახევარს აღემატება, ბუქსირება აკრძალულია. მასა რომ ნაკლებია, ბუქსირება მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით შეიძლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.