ბილეთი №589 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს სატვირთო ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ის მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით?

- აარ დაარღვევს✓ სწორი პასუხი
- ბდაარღვევს
რატომ?
ძარით მგზავრების გადაყვანისას „C“, „CE“, „C1“ და „C1E“ კატეგორიის სატვირთოს ზღვარი ყველა გზაზე 60 კმ/სთ-ია. 50 კმ/სთ ამ ზღვარს არ სცდება, ამიტომ წესი არ ირღვევა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართული C და CE კატეგორიის, აგრეთვე C1 და C1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დადგენილი წესით, ძარით მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში, ყველა გზაზე არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.