ბილეთი №578 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანისას, მგზავრობის წინ მძღოლმა:
- ამგზავრებს უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ, ამასთან მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია✓ სწორი პასუხი
- ბთუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება ძარაზე არსებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ფეხზე მდგომ მგზავრებს ძარაზე განლაგების წესის შესახებ
- გუნდა შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
რატომ?
მგზავრობის დაწყების წინ სატვირთოს მძღოლმა მგზავრებს ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს და მოძრაობა მხოლოდ მაშინ დაიწყოს, როცა დარწმუნდება, რომ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი¬ლე¬ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ¬ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.