ავტოსკოლა

ბილეთი №575 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით, არა უმეტეს 8 მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს:

  1. აამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებისთანავე
  2. ბამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ
  3. გამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ✓ სწორი პასუხი

რატომ?

„C“ კატეგორიის უფლების მქონე პირს მოწყობილი სატვირთოს ძარით არაუმეტეს 8 მგზავრის გადაყვანა შეუძლია ამ კატეგორიის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი