ავტოსკოლა

ბილეთი №579 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია

თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი, სატვირთო ავტომობილის მოუწყობელი ძარით მგზავრობის უფლება აქვს:

  1. ანებისმიერ სრულწლოვან პირს, გარდა ხანდაზმული პირებისა და ორსული ქალებისა
  2. ბმხოლოდ ეკიპაჟის წევრს (სათადარიგო მძღოლს)
  3. გმხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა ავტომობილს ბორტების დონეზე დაბლა დასაჯდომი ადგილი აქვს, მოუწყობელი ძარით მგზავრობა მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მიმღებ პირს შეუძლია. სხვა მგზავრების გადასაყვანად ძარა მოწყობილი უნდა იყოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია