ბილეთი №580 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა იყოს:
- ა0,8 მეტრზე მეტი
- ბ0,8 მეტრზე ნაკლები✓ სწორი პასუხი
- გ0,3 მეტრზე ნაკლები და 0,5 მეტრზე მეტი
- დ0,4 მეტრზე ნაკლები და 0,7 მეტრზე მეტი
რატომ?
ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას პლატფორმიანი სატვირთოს ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. დაბალი ბორტიდან ბავშვი ადვილად გადმოვარდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.