ბილეთი №711 · ბუქსირება
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

- აავტომობილებით შემდგომ მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
- ბსაკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას✓ სწორი პასუხი
- გსატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო
რატომ?
ნიშანი „კონტროლი“ კრძალავს საკონტროლო პუნქტთან გაუჩერებლად გავლას. საკონტროლო პუნქტია პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგო, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელი, ფასიან გზაზე გასასვლელი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას.