ბილეთი №707 · ბუქსირება
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

- ასაკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაჩერების გარეშე გავლას
- ბსაბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „საბაჟო გამშვები პუნქტი“ კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან გაუჩერებლად გავლას. საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის ზონაში, აუცილებლად უნდა გაჩერდე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ - კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.