ბილეთი №703 · ბუქსირება
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

- ატვირთის გადამზიდი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
- ბსატვირთო ავტომობილების გაჩერებას და დგომას
- გყველა იმ სატრანსპორტო საშუალებითა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ეს ნიშანი კრძალავს ყველა იმ მანქანისა და შემადგენლობის მოძრაობას, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა ნიშანზე მითითებულ ზღვარს აღემატება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს.