ავტოსკოლა

ბილეთი №1180 · ბუქსირება

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
  1. ასატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, მიუხედავად გასასწრები ტრანსპორტის სიჩქარისა
  2. ბ3,5 ტონეზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავისა)✓ სწორი პასუხი
  3. გმოცემული გზის მონაკვეთზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით მოძრაობას

რატომ?

ნიშანი „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“ კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მასის სატვირთოთი სხვა ტრანსპორტის გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავისა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა).

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ბუქსირება