ბილეთი №73 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი არ მუშაობს?

- აჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
- ბჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა და სატვირთო ავტომობილებმა, შემდეგ - ავტობუსმა და მოტოციკლმა
- გჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა და მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა და სატვირთო ავტომობილებმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა შუქნიშანი არ მუშაობს, გზაჯვარედინი არარეგულირებულია და მთავარი გზის წესი მოქმედებს: მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარი გზიდან მოახლოებულს უთმობს, მიმართულების მიუხედავად. ამიტომ ჯერ ავტობუსი და მოტოციკლი გადიან, მერე მსუბუქი და სატვირთო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი