ბილეთი №81 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნები დაფარულია თოვლით?

- ათეთრი ავტომობილის მძღოლს
- ბწითელი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ თოვლმა გზის საფარიც და პრიორიტეტის ნიშნებიც დაფარა, ორივე მძღოლმა თავი მეორეხარისხოვან გზაზე უნდა ჩათვალოს, ანუ გზები თანაბარია. მარჯვენა ხელის წესით გზას უთმობ მარჯვნიდან მომავალს. წითელი თეთრს მარჯვნიდან უახლოვდება, ამიტომ უპირატესობა მას აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი