ბილეთი №82 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ტექნიკური სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?

- აჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტექნიკური სამსახურის ავტომობილმა
- ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - ტექნიკური სამსახურის ავტომობილმა
- გჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტექნიკური სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
ტექნიკური სამსახურის ყვითელი ციმციმა გავლის უპირატესობას არ იძლევა, ის მხოლოდ ყურადღების მისაპყრობადაა. ამიტომ რიგს ჩვეულებრივი წესები განსაზღვრავს: პირველი სატვირთო გადის, მერე ტექნიკური სამსახურის ავტომობილი, ბოლოს ავტობუსი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებისათვის.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი