ავტოსკოლა

ბილეთი №80 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
  2. ბჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
  3. გჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა

რატომ?

მეორეხარისხოვან გზაზე მთავარიდან მოახლოებულს უთმობ. მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას გზას უთმობ საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს, რადგან მის ზოლს კვეთ. ამ ორი წესით ჯერ ყვითელი ავტომობილი გადის, მერე მოტოციკლი, ბოლოს წითელი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა