ავტოსკოლა

ბილეთი №87 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
  2. ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - ავტობუსმა
  3. გჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა✓ სწორი პასუხი

რატომ?

თანაბარ გზაჯვარედინზე ტრამვაის, როგორც რელსიან ტრანსპორტს, უპირატესობა აქვს მიმართულების მიუხედავად. ურელსო მძღოლები მარჯვნიდან მომავალს უთმობენ, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს. ამ წესებით რიგია: ტრამვაი, ავტობუსი, სატვირთო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა