ბილეთი №88 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ათეთრი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბრუხი ავტომობილის მძღოლს
რატომ?
როცა მიმართულების შეუცვლელად ზოლს იცვლი, გზას უთმობ იმას, ვინც იმავე მიმართულებით იმ ზოლში მოძრაობს, სადაც გადადიხარ. თუ ორივე ერთდროულად იცვლის ზოლს და მათი გზები იკვეთება, უპირატესობა მარჯვნივ მყოფს აქვს. ამ წესებით გზა თეთრმა ავტომობილმა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი