ავტოსკოლა

ბილეთი №931 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  1. ახმოვანი სიგნალი
  2. ბფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა✓ სწორი პასუხი
  3. გსაავარიო შუქსიგნალიზაცია
  4. დფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა

რატომ?

დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვას სხვა მძღოლს ხმით კი არა, შუქით აცნობებ. დღისით ამისთვის ფარების შუქს პერიოდულად და ხანმოკლედ რთავ-თიშავ, ღამით კი ახლო შუქს შორ შუქზე რამდენჯერმე გადართავ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი