ბილეთი №831 · მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
- აგვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
- ბხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე✓ სწორი პასუხი
- გდასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
რატომ?
გზა ყველაზე ხშირად ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე იყინება: მათ ქვემოდანაც ცივი ჰაერი ეხება, ამიტომ ჩვეულებრივ გზაზე ადრე ცივდება. ასეთ ადგილას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საჭის მკვეთრი მობრუნებისგან თავი შეიკავე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.