ბილეთი №832 · მოძრაობის უსაფრთხოება
გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- ასავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
- ბიზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
- გთვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნათელი მონაკვეთიდან ბნელში გასვლისას თვალი სიბნელეს ნელა ეჩვევა, ამიტომ თავიდან წინ არსებულ დაბრკოლებას ძნელად შეამჩნევ. სანამ თვალი სიბნელეს მიეჩვევა, სიჩქარე შეამცირე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.