ბილეთი №854 · მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?
- აარ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
- ბარ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
- გაკრძალულია✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ წამალი შენს რეაქციასა და ყურადღებას ამცირებს, მისი ზემოქმედებისას მართვა აკრძალულია. ექიმის დანიშნულება ამას არ ცვლის, რადგან გზაზე მნიშვნელობა აქვს არა იმას, რატომ მიიღე წამალი, არამედ იმას, რომ რეაგირება შენელებული გაქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.