ავტოსკოლა

ბილეთი №855 · მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?

  1. ააკრძალულია✓ სწორი პასუხი
  2. ბარ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის ექიმის დანიშნულებით
  3. გარ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

რატომ?

თუ ადამიანს წამლის გამო რეაქცია და ყურადღება შეუმცირდა, თავადაც ეკრძალება მართვა, ამიტომ მისთვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემაც არ შეიძლება. ექიმის დანიშნულება ამას არ ცვლის: გზაზე მთავარია შენელებული რეაგირება და არა წამლის მიზეზი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება