ბილეთი №977 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:
- ა150 მეტრის მანძილზე✓ სწორი პასუხი
- ბ200 მეტრის მანძილზე
- გ300 მეტრის მანძილზე
რატომ?
შემხვედრს რომ ჩაუვლი, შორი ფარები მასამდე არანაკლებ 150 მეტრის მანძილზე უნდა გადართო ახლო შუქზე. ასე ფარების შუქი მას თვალს არ მოსჭრის და გზას მშვიდად და უსაფრთხოდ გააგრძელებს. თუ შემხვედრი ფარების გადართვით ამას ადრე გთხოვს, უფრო შორი მანძილიდანაც გადართე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე.