ბილეთი №980 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:
- აუნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
- ბუნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები✓ სწორი პასუხი
- გუნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები
რატომ?
დასახლებულ პუნქტში, ბნელ დროს, თუ გზა საკმარისად განათებულია, შორი ფარები ახლოთი უნდა შეცვალო. გზის განათება უკვე გეხმარება, შორი შუქი კი სხვებს თვალს მოსჭრიდა. მარტო საგაბარიტო სინათლეები მოძრაობისას საკმარისი არაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას.