ბილეთი №984 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?
- აარ არის დასაშვები
- ბდასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით✓ სწორი პასუხი
რატომ?
კონსტრუქციის შეცვლა და დამატებითი სინათლეები დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მაგალითად, წინ წითელი და უკან თეთრი სინათლე აკრძალულია, რადგან სინათლის ფერით სხვა მძღოლი მანქანის წინა და უკანა მხარეს არჩევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.