ბილეთი №983 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:
- ადასაშვებია
- ბდაუშვებელია✓ სწორი პასუხი
- გდასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
რატომ?
სატრანსპორტო საშუალებაზე წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეების დაყენება აკრძალულია. ფერებით სხვა მძღოლი ხვდება, მანქანა მას უახლოვდება თუ შორდება, ამიტომ მათი აღრევა საშიშია. დამატებითი სინათლეებიც ამ წესს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.