ავტოსკოლა

ბილეთი №985 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?

  1. ადასაშვებია
  2. ბდაუშვებელია✓ სწორი პასუხი
  3. გდასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე

რატომ?

ერთი დანიშნულების და ერთ მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს, ამიტომ სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება დაუშვებელია — ოპერატიულ ავტომობილზეც. ფარები წყვილებად და, როგორც წესი, მანქანის შუა ხაზის მიმართ სიმეტრიულად უნდა იდგეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი