ავტოსკოლა

ამკრძალავი ნიშნები

ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია“

ნიშანი 3.4 სატვირთო მოძრაობა აკრძალულია

რას ნიშნავს

აქ ვერ გაივლის მანქანა ან შემადგენლობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა ნიშანზე მითითებულ ზღვარს აღემატება — მსუბუქს ნიშანი არ ეხება. აკრძალვა ორივე მიმართულებით მოქმედებს; ზონაში მდებარე საწარმოს ან იქ მცხოვრების მანქანა მაინც შედის და დანიშნულების ადგილთან უახლოეს გზაჯვარედინზე გამოდის.

კანონის ტექსტი

კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს. კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

ბილეთები ამ ნიშანზე (5)

ამკრძალავი ნიშნები