ბილეთი №752 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

- ამხოლოდ I, II და III
- ბმხოლოდ I, II და IV✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ II, III და IV
- დყველა
რატომ?
ნიშნის ზონაში მდებარე საწარმოს მომსახურე სატრანსპორტო საშუალებას არ ეხება ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“-დან „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“-მდე (ჩათვლით). მოცემულთაგან ასეთია „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით“, „ტრაქტორით“ და „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“; „მობრუნება აკრძალულია“ ამ ჯგუფში არ შედის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით